თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არცა წინადაცუეთილებისაგანობაჲ რაჲთ ჰმატს, არცა წინადაუცუეთელობისაგანობაჲ აკლს ქრისტიანობად მოსრულისა მისთჳს, რამეთუ არა ესე იძიებვის, თუ ვინაჲ მოვალს, არამედ თუ ვითარ მოუვალს; ესე იგი არს, ვითარმედ, ოდენ აქუსმცა სიმტკიცე სარწმუნოებისაჲ, რომელსა შეეწევის და სრულ ჰყოფს სიყუარული ქრისტეს მიმართ. ამას რაჲ იტყჳს, მყუდროებით ამხილებს გალატელთა, ვითარმედ: დასაბამსა ჰრწმენა უკუე, ხოლო ვინაჲთგან არა აქუნდა თანა-მოქმედებაჲ ქრისტეს მიმართისა სიყუარულისაჲ, ამისთჳს მყის დაუტევეს იგი და მიიქცეს ჰურიაებად.
გალატელთა მიმართ 5:6
5. ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან.6. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით.7. მშვენივრად რბოდით და ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ ჰმორჩილებდეთ ჭეშმარიტებას?
გალატელთა მიმართ თავი 5