მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:16

15. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.16. ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას.17. ამას იქით ნუღარავინ შემაწუხებს, რადგანაც ჩემი სხეულით ვზიდავ უფალ იესოს წყლულებს.
გალატელთა მიმართ თავი 6
16. ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას.
თავი ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მაწუეველთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რავდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაჱლსა ზედა ღმრთისასა (6,16).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელნი ქრისტიანობასა ზედა შეურყეველად ეგნენ, და არღარა დააძუელონ ცოდვისა მიერ განახლებულებაჲ ესე ქრისტეს მიერი, არცა მის მიერ განთავისუფლებულნი კუალად შჯულსა მას ჰურიათასა დაემონნენ, ესევითართა მიეცემის მშჳდობაჲ იგი, რომლითა დამაგნა ღმერთმან თავსა თჳსსა, და წყალობაჲ, რომლითა მოგჳტევნა ცოდვანი ჩუენნი, რამეთუ სახელი ისრაჱლისაჲ მათ განეკუთნვის, რომელნი ახალდაბადებულ იყვნენ და სამართლად ეწოდების "ერ, მხედველ ღმრთისა". ხოლო ამისგან დაკლებულნი, დაღაცათუ იაკობისგანნი იყვნენ, არამედ განჴუებულვე არიან ისრაიტელობისაგან და თჳსებისაგანცა იაკობისსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის