1.ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.2.ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.3.რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს.4.თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით.5.რადგანაც თვითეული თავის საკუთარ ტვირთს იტვირთავს.6.სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს.7.ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის.8.ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.9.სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.10.მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.11.ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით.12.ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის.13.ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით.14.ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის.15.რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.16.ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას.17.ამას იქით ნუღარავინ შემაწუხებს, რადგანაც ჩემი სხეულით ვზიდავ უფალ იესოს წყლულებს.18.ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ.
4. ლოტის თავგანწირვა სტუმრებისთვის და ძმის შეგონების მოვალეობა (19:6–8):
...ღირსება, რომ შენც, თუ მოგიწევს ბოროტი დემონის ხაფანგში ჩავარდნა (ნუ მოგცეს ღმერთმა!), გყავდეს ადამიანები, მზად მყოფნი შენი დახმარებისა და ეშმაკის ხელიდან შენი გათავისუფლებისა. ასე პავლე, გალატელთა აღძვრას სურდა რა თავიანთ სხეულის ნაწილებზე მზრუნველობისკენ, ამბობს: „ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო" (). თითქოს ასე ამბობს: თუ უთანაგრძნობოდ და შეუბრალებლად გაუვლი ძმას, მაშინ, შეიძლება, როცა თავად დაეცემი, სხვაც ეგრეთვე ჩაგივლის. თუ კი არ გინდა ყურადღების გარეშე დარჩე, როცა მოგიწევს დაცემა, შენც ნუ უგულებელყოფ დაცემულებს, არამედ გამოუჩინე მათ ყოველგვარი სიყვარული და უდიდეს სიკეთედ მიიჩნიე ძმის გადარჩენის შესაძლებლობა. ვერაფერში ვერ იქნება ისეთი დიდი სათნოება, როგორც ამ საქმეში. მართლაც, მხოლოდ იფიქრე, რომ ის, ვისაც შენ უგულებელყოფ და ყურადღების გარეშე ტოვებ, შენი უფლისგან ისეთი პატივის ღირსად არის მიჩნეული, რომ მისთვის უარი არ უთქვამს თავისი სისხლის დათხევაზეც, როგორც პავლეც ამბობს: „და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა" (), — მაშინ როგორ არ დაიმალები სირცხვილისგან მიწაში? თუ მისთვის ქრისტემ თავისი სისხლიც კი დასთხია, მაშინ რა გან...
...წმუნე ბიზნესმენთ კი შევახსენებთ, რომ თვით ღვთისმოსაობა და პირადი რელიგიურ-ზნეობრივი ცხოვრება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანს არა აქვს მოყვასის სიყვარული, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისდამი თანადგომაში უნდა გამოვლინდეს.
„ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ - ბრძანებს წმიდა პავლე მოციქული ().
წმ. ილია მართალმა, რომელმაც XIX საუკუნის საქართველოს ჯვარი იტვირთა, თავის ეპოქის სატკივრის წამალი სამ სიტყვაში გამოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ დევიზით მან ერს უმთავრესი ფასეულობანი შეახსენა და თავის მოღვაწეობით ჩვენი გადაგვარების მოსურნეთ გზა გადაუკეტა.
ილიასეულ ამ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს ჩვენს დროში, ვფიქრობ, ადამიანის პრობლემაც დაემატა.
ეს იმან განაპირობა, რომ დღეს პიროვნებამ, შეიძლება ითქვას, ფუნქცია და დანიშნულება დაკარგა, რაც ერთის მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, მეორეს მხრივ კი, კაცობრიობის სულიერმა დეგრადირებამ გამოიწვია. მას ფაქტიურად წაერთვა ყველაზე მთავარი რამ, - თავისუფლება. ადამიანი თავისი გამოგონებების მსხვერპლი გახდა და იმდენად შეიზღუდა, რომ პირადი ცხოვრებაც კი კონტროლირებადი გაუხდა.
ასეთი რამ არც ერთ ეპოქაში არ მომხდარა.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგია მაგ. პლასტიკური ქირურგიის გ...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::
...ნისაგან თავის დაღწევა და ნორმალური ოჯახური ცხოვრების აღდგენა.
ვიმეორებთ, უფალი შეგეწევათ, მთავარია გადაწყვეტილების მიღება.
საერთოდ ოჯახური პრობლემა მეტად მტკივნეული საკითხია. ცოლ-ქმრობა სიმძიმეც არის და ნეტარებაც. მოციქული პავლე რომ ბრძანებს: „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი“ (), უპირველეს ყოვლისა, მეუღლეთა ურთიერთვალდებულებებს გულისხმობს.
როდესაც კაცი და ქალი კანონიერად, ეკლესიურად ქორწინდებიან, ერთმანეთის სამყაროს თანაზიარნი ხდებიან. ისინი სწავლობენ, როგორ დაუთმონ, როგორ შეეგუონ და შეეთვისონ ერთმანეთს სიყვარულის საფუძველზე; ბავშვები კიდევ უფრო ამყარებენ ცოლქმრულ კავშირს.
საერთოდ, ადამიანები ეგოისტები არიან, მაგრამ მშობლების სიყვარულს საოცარი თვისება აქვს: როგორც დედას, ისე მამას სურს, შვილები მათზე უკეთესები იყვნენ, მათზე გონიერები და ჯანმრთელები და მიაღწიონ იმას, რასაც თვითონ ვერ მიაღწიეს.
თავის მხრივ, ბავშვებიც ამქვეყნად ყველაზე კარგებად მშობლებს მიიჩნევენ და ამიტომაც ბაძავენ მათ. დედ-მამის რწმენა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, წესიერება და კულტურა დიდ გავლენას ახდენს პატარებზე.
ტრადიციულ ოჯახში ყოველთვის წესრიგია. აქ უფროსები შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამასთან, ოჯახის ყოველ წევრს თავის...