მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:4

3. რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს.4. თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით.5. რადგანაც თვითეული თავის საკუთარ ტვირთს იტვირთავს.
გალატელთა მიმართ თავი 6
4. თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ეგონოს ვისმე, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს. არამედ საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს და არა მოყუსისა მიმართ (6,3-4).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მგონებელი რაჲსმე ქონებად, და გამოუცდელი ქონებისა და არა-ქონებისაჲ, თავსა თჳსსა აცთუნებს. ამისთჳს ანუ ნუ იქადი, რამეთუ ყოვლად უჯერო არს, ანუ დაღაცათუ ვერ იპყრობ სიქადულსა, ნუ ფარისეველებრ მოყუასსა ზედა იქადი, არამედ თავსა შორის შენსა თუალ-უხუავ იქმენ, ვითარცა ბრძმედი, გამომცდელი ოქროჲსა და ბრპენისაჲ, რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტებით განიხილო, უეჭუელად მრავალი რაჲ ჰპოო შენ შორის ადგილი ბრალობისაჲ და დამჴსნელი სიქადულისაჲ.

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უღირსი მღვდლები და განკითხვის საფრთხე:

...რდებს, არამედ იმიტომ, რომ თქვენთვის ვშიშობ, რათა ამ ქადილით, ამ განკითხვით, თქვენი სათნოება არ დააცარიელოთ. რადგან მოისმინე პავლე, რომელიც შეგაგონებს და ამბობს: „საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს, და არა მოყუსისა მიმართ“ ().

4. მორჩილება მოძღვართა და სმენის ნაყოფი

მითხარ, თუ სამკურნალოში მიხვალ ჭრილობის მქონე და, იმის ნაცვლად, რომ წამლის დადება და წყლულის განკურნება დაუშვა, ექიმს ჩაეძიები, აქვს წყლული თუ არა? და თუ აქვს კიდეც, ეს გაღელვებს? ან, რადგან მას აქვს, შენსას აღარ კურნავ და ამბობ: „მას, როგორც ექიმს, ჯანმრთელი ყოფნა მართებდა; რადგან, ექიმი რომ არის, ჯანმრთელი არ არის, მეც ჩემს წყლულს განუკურნებელს დავტოვებ“? ნუთუ, თუ მღვდელი ბოროტია, ეს ნუგეშად ექცევა მის დაქვემდებარებულს? არავითარ შემთხვევაში; ის განსაზღვრულ სასჯელს გადაიხდის, ხოლო შენც გადაიხდი შენთვის ვალდებულსა და შესაფერის სასჯელს; რადგან მოძღვარი ამიერიდან მხოლოდ თავის წესს აღასრულებს....

სრულად ნახვა