თარგმანი: ჴორციელთა ამათ თესლთაგან სახესა მოართუამს საქმეთაებრისა მისაგებელისასა, ვითარმედ: ვითარ-ესე აქა ვერ ეგების ქრთილსა თესვაჲ და იფქლსა მომკაჲ, არამედ რაჲცა სთესო, მასცა მოიმკი, ვითარებისაებრ თესლისა, ეგრეთვე ნუმცა ვინ სცთების აქა ბოროტის მთესვართაგანი, ვითარმცა მუნ მოიმკო კეთილი.
გალატელთა მიმართ 6:7
6. სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს.7. ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის.8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.
გალატელთა მიმართ თავი 6