თარგმანი: თესლ ჴორცთა არიან მთრვალობაჲ, შუებაჲ, ნაყროვნებაჲ, უძღებებაჲ ჴორცთაჲ და ყოველი ცოდვაჲ, რომელი ჴორცთა მიერ აღესრულების, — ამათმან მთესველმან მუნ მოიმკოს განუხრწნელი ხრწნილებაჲ სატანჯველისა დაუსრულებელისაჲ, რომელ არს სირცხჳლი და დაშჯაჲ საუკუნოჲ. ეგრეთვე თესლნი სულისანი — მომატყუებელნი ცხორებისა საუკუნოჲსანი არიან: მოწყალებაჲ, სიწმიდე, მარხვაჲ და კრძალულებაჲ ყოველსა შინა, რომლისაგან იშვების ყოველი მწყობრი სათნოებათაჲ.
გალატელთა მიმართ 6:8
7. ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის.8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.9. სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.
გალატელთა მიმართ თავი 6