...ეთილდღეობას ეწივნენ. ეს ორივე კი ღვთის განგების საქმე იყო: ქალების გვირგვინოსნებზე უფრო მამაცებად გამოჩენა; ასევე მათთვის საზღაურის მიცემა და მათი მოდგმის მეტად გამრავლება. რადგან სიტყვები „კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმისა აღმქუმელთა მათ“ () ამას ნიშნავს: მათი მოდგმა გამრავლდა; რითაც იუდეველებს კეთილს უყოფდნენ, იმითვე იღებდნენ ღვთისგან საზღაურს. ამრიგად, რადგან იუდეველთა შვილებს არ ხოცავდნენ, ღმერთმაც თვით ბებიაქალებს მრავალშვილიანობა უბოძა. მაგრამ რადგან ეგვიპტელები კვლავ უგრძნობელობაში რჩებოდნენ, ღმერთმა უფრო მწვავე წყლული მოავლინა: სწავლობდა მთელი ქვეყნიერება, სწავლობდნენ ეგვიპტელებიც; ქვეყნიერება მოსმენით, ხოლო ეგვიპტელები საკუთარ ტანჯვაში, ხილვითა და გამოცდილებით ხედავდნენ ღვთის ძალას. რადგან სწორედ ამისთვისაც წინასწარ ეუბნებოდა მათ, რათა წყლული შემთხვევით რამედ ან თავისთავად დამდგარ სიკვდილად არ მიჩნეულიყო.
ამრიგად, რაც სხვაგან მაცხოვრის შესახებ ითქვა, სწორედ ამის თქმა შეიძლება აქაც....