1.ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!2.რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.3.ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.4.რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.5.რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.6.ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.7.ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.8.რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე.9.მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.10.რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -11.სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.12.და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.13.უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.14.რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.15.ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.16.პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.17.ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.18.მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.19.ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!20.ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!21.კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!
...ლასი ადგილია. ამიტომ, როგორც აქ ზეცის არჩევაზე არ არის საუბარი, ასევე არც მაშინ, როცა ამბობს: „დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“ (), ან: „იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან“ ().
რადგან აქაც ამას არ ამბობს, თითქოს იუდეველები მისნი არიან, ხოლო სხვა ადამიანები - აღარ; თითქოს ისინი მისი განგებისგან დაცარიელებულნი და შემოქმედებას მოკლებულნი იყვნენ. ღმერთი ხომ ყველას საერთო ღმერთია; ამ სიტყვას კი იყენებს, რათა მათდამი თავისი სიყვარული აჩვენოს, რადგან ისინი სხვებზე გარკვეულწილად უკეთესებად ჩანდნენ.ხოლო იმას, რომ მხოლოდ ისინი არ აურჩევია, არამედ ყველას მზრუნველი იყო, მოსემდელი ამბებიც აჩვენებს, არანაკლებ - მის დროს მომხდარიც, და მის შემდეგ თითოეულ შემთხვევაში აღსრულებულიც. რადგან მზე, მიწა, ზღვა და ყველა სხვა რამ ყველას საზიაროდ მისცა და ბუნებითი რჯულიც ყველას ჩაუნერგა.აბრაამიც, სპარსელი რომ იყო, შეიყვარა და გადაასახლა; მისი მეშვეობით ეგვიპტელებიც, ქანაანში მყოფნიც და სპარსეთიდან მოსულნიც გამო...
...ლო თითოეულზე დაურთავს: „რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ“ (). და კიდევ: „აუარებდით უფალსა უფალთასა“ (). წინა ფსალმუნში ამბობდა, რომ „უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა“ (); აქ კი კიდევ უფრო მეტს ამბობს: რომ ის მათი უფალიც არის და მეუფეც, კერპებზე იტყვი ამას თუ დემონებზე.თუმცა დემონები შეურაცხყოფილნი და განდევნილნი არიან, მაინც მონები არიან და ქედს იხრიან.ამიტომაც აღუარებდით, ამბობს, რადგან ღმერთი გყავთ ყველაზე აღმატებული, რომლის მსგავსი არავინაა, ყოველთა მეუფე და ყოველთა უფალი.თუმცა იგი სათნო-მყოფელთა ღმერთად იწოდება, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი“ ().მაშ, როგორ ამბობს აქ, რომ იგი დემონებისაც არის?მაგრამ ის სხვაგვარად ითქმის და ეს - სხვაგვარად....