...ქუნდა ცოდვაჲ? ხოლო სიტყუაჲ იგი, ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“, თქუა მრავალთა მათთჳს, რომელნი ეძიებდეს მას მრავლით ჟამითგან, უჩუენა და ჰრქუა: აჰა რომელსა ეძიებდით, ესე არს, „ტარიგი ღმრთისაჲ“. ხოლო „ტარიგად“ უწოდა მას, რაჲთამცა მოაჴსენა ჰურიათა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი1 და იგავი იგი მოსესი, რაჲთა სახისა მისგან გულისხმა-უყოს ჭეშმარიტებაჲ. ხოლო მან ტარიგმან არავისნი ცოდვანი აიხუნა, ხოლო ამან ყოველი სოფელი წარწყმედისაგან და რისხვისა ღმრთისა იჴსნა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს, რომლისათჳს მე ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო“ (1,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ თარგმნის პირველ მისა ყოფილსა? რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, მერმე შესძინა, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“, რაჲთამცა უჩუენა, რამეთუ ესე არს პირველობაჲ - ახუმაჲ ცოდვათა სოფლისათაჲ, ნათლის-ცემაჲ სულითა წმიდითა. რამეთუ მე სხუაჲ არარაჲ შემეძლო, გარნა ქადაგებაჲ მისი და განბანაჲ ესე წყლითა, ხოლო მას ძალ-უც ყოველთა კაცთა განწმედაჲ და მადლსა მას ნუგეშინისმცემელისასა მოცემად. „ესე იყო პირველ ჩემსა, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,30), ესე იგი არს, ფრიად უდიდებულეს და უბრწყინვალეს. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელთა...