მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 14:11

10. მოახლოვდა ფარაონი, გაიხედეს ისრაელიანებმა და, აჰა, მოსდევს მათ მთელი ეგვიპტე; ძლიერ შეეშინდათ და შეჰბღავლეს უფალს.11. უთხრეს მოსეს: განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე სასიკვდილოდ? ეს რა გვიყავი, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?12. განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვანებე თავი და დავემორჩილებით ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მორჩილებაში ყოფნა გვირჩევნია?
გამოსვლა თავი 14
11. უთხრეს მოსეს: განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე სასიკვდილოდ? ეს რა გვიყავი, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...მე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან“** (). და როდის დრტვინავდნენ? მაშინ, როცა ამბობდნენ: „არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა?“ (). სხვები კი გართობის გამო, როგორც ამბობს: „დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად“ (). სხვები კი ლანძღვის გამო. „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (). და ამათზე უფრო მრავალნი სხვა მიზეზებით დაიღუპნენ, რადგან თავიანთი პირი არ დაიცვეს. ხოლო თუ გინდა მოისმინო, როგორ იღუპებიან ზოგნი უდროო დუმილის გამოც, მე გაჩვენებ. რადგან ამბობს: **„და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოები...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის შიში და მცნებათა სიყვარული:

...ით. ისინი კი ამბობდნენ, რომ მანანის გამო სული დაეშრათ: „სული ჩუენი დამდნარ არს“ (). და კიდევ ამბობდნენ: „არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა?“ (). პავლე კი ამბობდა: „მიხარის ვნებათა მათ შინა“ და „აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა“ ().

რომელ ვნებებს გულისხმობს? შიმშილს, წყურვილს, სიშიშვლეს და ყოველივე სხვას. „მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“ (). ხოლო როგორ შეიძლება ეს მოხდეს? თუ ზედმიწევნით გვეშინია კიდეც და გვიყვარს კიდეც ღმერთი; თუ თვით სათნოების ბუნებასაც ჩავუკვირდებით. რადგან სხვა ჯილდოებზე უწინ სათნოებას თავისთავად აქვს საზღაური. რადგან...

სრულად ნახვა