მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 2:14

13. გამოვიდა მეორე დღეს და ხედავს, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა დამნაშავეს: რად სცემ შენიანს?14. მიუგო: ვინ დაგაყენა ჩვენს თავკაცად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი? შეეშინდა მოსეს და თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულა ამბავი.15. შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს. მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან.
გამოსვლა თავი 2
14. მიუგო: ვინ დაგაყენა ჩვენს თავკაცად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი? შეეშინდა მოსეს და თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულა ამბავი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ეპისკოპოსობის სურვილი და წინამძღოლის ღირსება:

...მზრუნველ წინამძღოლობას, არ ვკიცხავ; რადგან, ამბობს, „კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ (). ვინაიდან მოსემაც ისურვა ეს საქმე, მაგრამ არა ძალაუფლება; და ისე ისურვა, რომ მოესმინა: „ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა“ ()? თუ ვინმემ ასე ისურვა, ისურვოს; რამეთუ ეპისკოპოსობა იმიტომ ეწოდა, რომ ეპისკოპოსი ყველას ზედამხედველობდეს.

ამიტომ, ამბობს, „ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ“ (). ამით იგი კანონს კი არ ადგენს, თითქოს ამის გარეშე ეპისკოპოსად გახდომა შესაძლებელი არ იყოს, არამედ უზომობას ზღუდავს; რადგან იუდეველთა შორის ნებადართული იყო მეორედ ქორწინებაც და ერთდროულად ორი ცოლის ყოლაც, ვინაიდან „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე“ (). ზოგნი კი ამბობენ, რომ ეს იმისთვის ითქვა, რათა იგი ერთი ცოლის ქმარი იყოს. „უბრალო“....

სრულად ნახვა