1.სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია.2.მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,3.არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არამედ წყნარი, თვინიერი, ვერცხლისმოძულე,4.თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით,5.(რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?),6.არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს.7.უნდა ჰქონდეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას.8.დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი,9.რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით.10.ესენიც ჯერ უნდა გამოიცადონ და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლონი აღმოჩნდნენ, მიენდოთ მსახურება.11.მათი ცოლებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყოველმხრივ სარწმუნონი.12.დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი.13.ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში.14.ამას გწერ და იმედი მაქვს მალე გეწვევი.15.მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.16.უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით.
„უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.“ ().
„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().
1.
როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. <span...
...ამაში ისინი ამ საქმეთა გამო მცირე საზღაურს კი არ მიიღებენ, არამედ მეტად დიდს, რადგან ქრისტესთვის მოღვაწეები აღზარდეს. ხოლო სიწმიდეს სწორ ცხოვრებას უწოდებს, უმანკოებას კი - კდემამოსილებას.
„სარწმუნო არს სიტყუაჲ“ ().ეს ზემოთქმულს ეხება და არა სიტყვების მიმართ: „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ ().რადგან ეს საეჭვო იყო, ამიტომ ამბობს: „სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (), რომ მამებიც შეძლებენ შვილთა სათნოებით სარგებლობას და დედებიც, როცა მათ კარგად აღზრდიან.მაშ რა, თუ თავად იგი ბოროტი იყოს და უთვალავი ბოროტებით სავსე?ნუთუ შვილთა აღზრდის გამო სარგებელს მიიღებს?განა უფრო მოსალოდნელი არ არის, რომ მათაც ასეთებად, თავის მსგავსებად, აღზრდის?ამას სათნო დედაკაცზე ამბობს და არა ნებისმიერ სხვაზე: ის ამ...
...ებისათვის, და დიდად უწყობს ხელს, როცა წინამდგომნი სწავლების უნარის მქონენი არიან; ხოლო თუ ეს არ არის, ეკლესიებში ბევრი რამ იღუპება. ამიტომაც, სხვებთან ერთად, სტუმართმოყვარესთან, შემწყნარებელთან და ბრალდებისთვის მიუწვდომელთან ერთად, ამასაც ჩამოთვლის და ამბობს: „სწავლულ“ ().
სხვაგვარად რატომღა ეწოდება მოძღვარი?დიახ, ამბობს იგი, რათა ცხოვრებით ასწავლიდეს სათნოებრივ სიბრძნეს.მაშასადამე, ეს ზედმეტია და წინსვლისათვის სიტყვებიდან მომდინარე სწავლება საჭირო არ არის.მაშ, პავლე როგორღა ამბობს: „უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა“ ()?რადგან, როცა საუბარი დოგმატებს ეხება, აქ რომელ ცხოვრებას აქვს ძალა?მაგრამ რომელ სიტყვას გულისხმობს?არა მაღალფარდოვანს, არც გარეგანი სიტურფის მქონეს, არამედ იმას, რომელსაც სულის დიდი ძალა აქვს შეძენილი, რომელიც სავსეა გონიერებითა და გულისხ...
...მართლაც, ეპისკოპოსებზე მსჯელობისას და მათ შესახებ მრავლის თქმის შემდეგ, იგი არსად ამაზუსტებს ასაკს.ხოლო თუ წერილში ამბობს: „შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი“ () და „ერთის ცოლის ქმარ“ (), ამას კი არ ამბობს, თითქოს შვილებისა და ცოლის ყოლაც აუცილებელი იყოს, არამედ ამბობს, რომ, თუ ოდესმე საეროთაგან ვინმეს მოყვანა მოხდებოდა, ისეთნი იყვნენ, რომ იცოდნენ როგორც სახლის, ისე შვილებისა და ყოველივე დანარჩენის წინამძღვრობა.
რადგან თუ საერო ადამიანიც იყოს და არც ამ საქმეებში აღმოჩენილა გამოსადეგი, როგორ მიენდობოდა მას ეკლესიაზე ზრუნვა?მაგრამ რის გამო სწერდა, ამბობს იგი, მოწაფეს, რომელიც უკვე სწავლებისათვის იყო განწესებული?განა ჯერ იგი სრულად მომზადებული არ უნდა ყოფილიყო და შემდეგ გაგზავნილიყო?მაგრამ მას სჭირდებოდა სწავლება არა ისეთი, როგორიც მოწაფეებს სჭირდებათ, არამედ ისეთი, რომელიც მოძღვარს შეჰფერის....