მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 23:1

1. ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.2. უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამარალს.
გამოსვლა თავი 23
1. ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომის ცოდვა და მოყვასის განუკითხველობა (18:20-21):

...ს ყველამ ვისმინოთ: ხომ არამხოლოდ სასამართლო ტახტზე მსხდომნი არიან ვალდებულნი, ეს კანონი დაიცვან, არამედ ჩვენთაგან თითოეულმაც არასოდეს არ უნდა გაიკითხოს მოყვასი მხოლოდ ცარიელი ბრალდების საფუძველზე. ამიტომაც შემდგომ ნეტარი მოსეც, სულიწმინდით შთაგონებული, შეაგონებდა, როცა ამბობდა: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (). და ნეტარი პავლეც ეპისტოლეში ღაღადებდა: „ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა" ()? და ქრისტეც, მოწაფეებს მცნებებს რომ აძლევდა და იუდეველ ხალხს, მწიგნობრებსა და ფარისეველებს ასწავლიდა, ამბობდა: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (). რისთვის, ამბობს, დროის წინ იტაცებ მოსამართლის ღირსებას? რისთვის ასწრებ იმ მომავალ საშინელ დღეს? მოსამართლე გინდა იყო? საკუთარ თავსა და საკუთარ ცოდვებზე იყავი მოსამართლე. ამაში არავინ გიშლის ხელს — და, ამასთანავე, საკუთარ ცოდვებსაც გამოასწორებ და ზიანსაც არ მიიღებ. ხოლო თუ საკუთარ თავს ივიწყებ და სხვების მოსამართლედ ზიხარ, შეუმჩნევლად მხოლოდ უფრო მეტ ცოდვათა ტვირთს აგროვებ საკუთარ თავზე. ჩვენც, გევედრებით, ყოველმხრივ ავარიდოთ თავი მოყვასთა განკითხვას. თუმცა სასამართლო ხელმწიფებაც არ გაქვს და მხოლოდ...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ი და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გულისზრახვა არ აღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" (). ხედავ, საყვარელო, რამდენი ფხიზლობა გვჭირდება, რამდენი შრომა სათნოებისთვის, როგორ უმცირესი დაუდევრობაც ჩვენ მთლიანად გვღუპავს? ამიტომაც ნეტარი დავითი სხვაგან ღაღადებს და ამის მოქმედს ამხელს: „შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური" (). თუ ჩვენს ყოველ სხეულის ნაწილს ასე მოვიზღუდავთ, მაშინ შევძლებთ მხნედ კეთილ საქმეებს მივეშუროთ: ენა ღვთის განდიდებასა და საგალობლებში ვივარჯიშოთ; სმენა — ღვთის სიტყვის მოსმენასა და შესწავლაში; გონება — სულიერ საგნებზე ფიქრში; ხელები — არა ტაცებასა და მრავალმოხვეჭაში, არამედ მოწყალებასა და კეთილ საქმეთა კეთებაში; ფეხები — (სიარულში) არა თეატრებში, სასარბი...

სრულად ნახვა