მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 3:13

12. უთხრა: მე ვიქნები შენთან. ეს გქონდეს იმის ნიშნად, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ: როცა ეგვიპტიდან გამოიყვან ჩემს ერს, თაყვანი ეცით ღმერთს ამ მთაზე.13. უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა- პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?14. უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან.
გამოსვლა თავი 3
13. უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა- პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...დ იცის იგი სრულებით და სწორი არს მისი და თანამზრახველი.

გნებავსა, რაჲთა დაუსაბამოებაჲცა და დაუსრულებელობაჲ გულისხმა-ჰყო? ისმინე, რასა იტყჳს მოსე მამისათჳს, რამეთუ ჰკითხა რაჲ, ვი-თარმედ: „უკუეთუ მკითხონ ებრაელთა, თუ ვინ მოგავლინა, რაჲ მიუგო? ჰრქუა მას ღმერთმან: თქუ: რომელი-იგი არს, მან მომავლინა მე“. ხოლო თუ რაჲ არს ესე სიტყუაჲ, სამარადისოჲსა მის ყოფისა მომასწავებელ არს, დაუსაბამოდ ყოფისა და ჭეშმარიტად ყოფისა, და ამასვე მოასწავებს პირველითგან ყოფაჲ იგი, რამეთუ სამარადისოჲსა ყოფისა მომასწავებელი არს. და ამასვე სიტყუასა აქა იჴმარებს იოვანე, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ დაუსაბამოდ და დაუსრულებელად წიაღთა შინა მამისათა არს ძე, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რაჲთა არა ჰგონებდე უძლურებისათჳს შენისა, თუ ერთი ვინმე არს იგი მადლითა შვილ ღმრთისა ქმნულ-თაგანი, ამისთჳს ისმინე ყოველთაგან განყოფილი ესე სახელი მხოლოდ-შობილობისაჲ. უკუეთუ კულა ამასცა ზედა უგულისხმოვე ხარ, მოვიღო შორის კაცობრივიცა სიტყუაჲ თქუმად ღმრთისათჳს, ვითარ-იგი არს „წიაღთა შინა მამისათა“, რაჲთა ოდენ განგათავისუფლო უგულისხმოებისაგან და მდაბალთა საქმეთა მოგონებისა.

იხილეა კაცთმოყუარებაჲ და სახიერებაჲ მეუფისაჲ? რამეთუ უღირსთა სახელთა დაიდებს თავსა ზედა თჳსსა, რაჲთა ოდენ შენ აღ...

სრულად ნახვა