მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 3:14

13. უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა- პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?14. უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან.15. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა- პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
გამოსვლა თავი 3
14. უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერგასის წლისა არღა ხარ და შენ აბრაჰამ გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. აღიღეს ქვაჲ ჰურიათა, რაჲთა დაჰკრიბონ“ (8,57-59).:

...ეთუ ესე ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ იყო; ხოლო მათ ქვისა დაკრებაჲ ენება, ესრეთ მარადის მზა იყვნეს მოკლვად და თჳნიერ გამოძიებისა იქმოდეს საქმეთა მათ. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვიყავ, არამედ: „მე ვარო“? ამისთჳს, რამეთუ ვითარცა მამამან ესე სიტყუაჲ იჴმარა, ვითარმედ: „მე ვარ, რომელი ვარ“, ეგრეთვე ამან თავადმან. რამეთუ ესე სიტყუაჲ სამარადისოჲსა ყოფისა მომასწავებელ არს და გარეგანი ყოვლისაგანვე ჟამისა. ამისთჳს გმობად შერაცხილ არს მათ მიერ სიტყუაჲ იგი, ხოლო უკუეთუ აბრაჰამის თანა სწორებაჲ არა თავს-იდვეს, რომელი-იგი მისსა დიდებასა თანა მცირე იყო, უკუეთუმცა ზედაჲსზედა შეასწორებდა თავსა თჳსსა მამასა თანა, რაჲმცა ყვეს, დასცხრესმცაა ბრძოლად და ქვისა დაკრებად მისა? ხოლო თავადი კუალად კაცობრივ ივლტის მათგან და დაიფარვის. ვინაჲთგან ფრიადი სწავლაჲ წარმოუთხრა მათ და აღასრულა საქმჱ თჳსი, განვიდა ტაძრისა მისგან და წარვიდა განკურნებად ბრმისა მის, რაჲთა საქმითცა დაამტკიცოს, ვითარმედ „პირველ აბრაჰამის ყოფადმდე“ არს იგი. და უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რაჲსათჳს არა დაჰჴსნა ძალი მათი, რაჲთამცა ესრეთ ჰრწმენა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარ-იგი განრღუეული განკურნა, და არა ჰრწმენა, და სხუ...

სრულად ნახვა