მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 3:8

7. თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი,8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.9. აჰა, მოაწია ჩემამდე ისრაელიანთა ღაღადმა და ვიხილე მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები.
გამოსვლა თავი 3
8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ჭირში ლოცვა და ღვთის სასოება:

...: „ღირსი ვიყავი“; არ უთქვამს: „სათნო საქმენი წარმოვაჩინე“, არამედ მხოლოდ ეს: „მოვუხმე“; და ლოცვა საკმარისი აღმოჩნდა უბედურების მოსახსნელად, რასაც ეგვიპტელთა დროსაც ამბობს: „ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა“ () და „გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა“ (). არ უთქვამს: „ვიხილე ჩემი ერის სათნოება“, არც ის, რომ უკეთესისკენ მათი მოქცევა ვიხილეო, არამედ: „ვიცი იგი ჭირი მათი“ და „ღაღადებაჲ მათი მესმა“ (). ხედავ გულმოწყალე მამას, რომელიც მხოლოდ უბედურებათა გამო შეეწევა? თუმცა არც ყოველი, ვინც ჭირშია, ხსნის ღირსია, ადამიანთა შორისაც კი. რადგან როცა მრავალ მსახურს ვხედავთ გვემულსა და ტკივილით შეპყრობილს, მათ მაინც არ ვათავისუფლებთ, რაკი ცოდვათა სიდიდეს ვიაზრებთ; ღმერთმა კი მხოლოდ ჭირის გამო გაათავისუფლა; და არა მხოლოდ ჭირისგან გაათავისუფლა, არამედ დიდი უსაფრთხოებაც მისცა. რადგან ამბობს: „ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ“ (...

სრულად ნახვა