მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 3:7

6. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა.7. თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი,8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.
გამოსვლა თავი 3
7. თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ზღვიდან უდაბნომდე და საყოველთაო განგება:

...ხოლო მისი ნათქვამი ამას ნიშნავს: უბედურებამ და ჩვენმა მძიმე ტანჯვამ იკმარა მის მოსადრეკად. რადგან დასაწყისშიც, როცა ისინი ეგვიპტიდან ათავისუფლებდა, არ უთქვამს: „ხილვით ვიხილე მათი უკეთესობისკენ მიდრეკა“, არამედ: „ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა“ (). „და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან“ (). რათა ცალ-ცალკე არ ჩამოთვალოს ომები, თავდასხმები, გამარჯვებები და ძლევის ნიშნები, კვლავ ერთი სიტყვით გადაუვლის ღვაწლთა წყებას, იუდეველებთან დაკავშირებულ კერძო საქმეებს ტოვებს და მის საყოველთაო განგებაზე გადადის, როცა ამბობს: „რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა“ (). სხვა ამბობს: „რომელიც პურს იძლევა“. სხვა კი: „პურის მომცემი“. ამრიგად, ნაყოფთა წარმოშობა არც მიწისაა, არც წყლების, არც ჰაერების, არც სხივისა და არც რაიმე სხვა რამისა, არამედ ყოველივე მისი საქმეა....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ჭირში ლოცვა და ღვთის სასოება:

...ხედავ სიკეთესა და კაცთმოყვარეობას? არ უთქვამს: „ღირსი ვიყავი“; არ უთქვამს: „სათნო საქმენი წარმოვაჩინე“, არამედ მხოლოდ ეს: „მოვუხმე“; და ლოცვა საკმარისი აღმოჩნდა უბედურების მოსახსნელად, რასაც ეგვიპტეში მომხდარზეც ამბობს: „ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა“ () და „გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა“ (). არ უთქვამს: „ვიხილე ჩემი ერის სათნოება“, არც ის, რომ უკეთესისკენ მათი მოქცევა ვიხილეო, არამედ: „ვიცი იგი ჭირი მათი“ და „ღაღადებაჲ მათი მესმა“ (). ხედავ გულმოწყალე მამას, რომელიც მხოლოდ უბედურებათა გამო შეეწევა? თუმცა არც ყოველი, ვინც ჭირშია, ხსნის ღირსია, ადამიანთა შორისაც კი. რადგან როცა მრავალ მსახურს ვხედავთ გვემულსა და ტკივილით შეპყრობილს, მათ მაინც არ ვათავისუფლებთ, რაკი ცოდვათა სიდიდეს ვიაზრებთ; ღმერთმა კი მხოლოდ ჭირის გამო გაათავისუფლა; და არა მხოლოდ ჭირისგან გაათავისუფლა, არამედ დიდი უშიშროებაც მისცა....

სრულად ნახვა