მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 32:1

1. დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.2. უთხრა მათ აარონმა: დახსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და აქ მომიტანეთ.
გამოსვლა თავი 32
1. დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ლოცვის წესი და ჭირში განვრცობა:

...ოდნენ? განა ეს სიტყვები ციებ-ცხელებით, მოუსვენრობითა და აქეთ-იქით მიმოქანებით შეპყრობილი სულისა არ იყო, როცა ამბობდნენ: „მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ“; რადგან „კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას“ (). და ის სიტყვები განა სიბრძნისმოყვარე სულისა არ იყო, რომელიც ამქვეყნიური ვნებებისგან ამოისუნთქავდა, როცა შეჭირვებულებმა ისეთი ლოცვა აჩვენეს, რომ თვით ღმერთის შემწეობა მიიზიდეს? ხოლო თვით ეს წინასწარმეტყველი, როცა შვებაში იყო, როგორ შეიჭირვა ბოროტი სურვილით, როგორ იწროებოდა და იგლიჯებოდა? ხოლო როცა ჭირში აღმოჩნდა, იცით, როგორ აღმოჩნდა შვებაში: ვნების ცეცხლი მას არც კი ეხებოდა, არამედ მთელი ალი ჩაქრა. რადგან არაფერი ქმნის ისეთ ჭირს, როგორც სულის ალყაში მოქცევა ვნებებისგან. სხვა ჭირები გარედან გვეცემა, ესენი კი შიგნიდან აღმოცენდება, და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ჭირი. თუნდაც ქვეყნიერება გვამწუხრებდეს, თუ ჩვენ საკუთარ თავს არ ვამწუხრებთ, საშინელი არაფერი გვექნება. მაშ, ჩვენზეა დამოკიდებული, შევიჭირვებით თუ არ შევიჭირვე...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოციქულთა უძლურება და მადლის ნუგეში:

...ის ნუგეში

რამეთუ ღმერთი ბევრ რამეს უშვებდა, რათა გამოჩენილიყო ადამიანური ბუნების უძლურება. თუ ამ ყოველივეს შემდეგაც კი უგრძნობელი იუდეველები ამბობდნენ: „კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას“ (), თუნდაც მას ისინი აღთქმის ქვეყანაში შეეყვანა, რაღას აღარ ჩაიდენდნენ? ღმერთს რომ არ დაეშვა, ფარაონის შიშს მასზე ძალა ჰქონოდა, განა ღმერთად არ ჩათვლიდნენ მას? ასევე ვხედავთ ლისტრაში მცხოვრებლებსაც, როგორ დაემართათ ეს პავლესა და ბარნაბას მიმართ და ორივე ღმერთებად ჩათვალეს, როცა პავლემ და ბარნაბამ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და ყვირილით ამბობდნენ: „კაცნო, რასა იქმთ ამას?“ (). „რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი“ (). და კვლავ, როცა პეტრემ დაბადებიდან კოჭლი განკურნა და ყველა მომხდარით გაკვირდა, მან პასუხად თქვა: **„კაცნო ისრაიტელნო, რ...

სრულად ნახვა