...მოსე კი? მათთვის, ვინც მას ქვებს ესროდა, მათთვის, ვინც, რამდენადაც მათზე იყო დამოკიდებული, სასიკვდილოდ იმეტებდა, მოისმინე, რას ამბობს: „და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე“ (). და კვლავ, როცა სხვები მას შურისაკენ აღძრავდნენ და აღშფოთებისაკენ აქეზებდნენ, მან ის ბრძნული სიტყვები წარმოთქვა: „და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად“ ()? ხოლო იმ დისათვის, რომელმაც კვლავ შეურაცხყო იგი, რაოდენ დიდ ვედრებას აღავლენს! და მრავალ სხვა ადგილშიც შეიძლებოდა ვინმეს ენახა მისი სიმშვიდე: როცა აღთქმულ მიწას მოკლებული და პალესტინაში შესვლისაგან შეკავებული იყო, ყოველგვარი ლმობიერებით ესაუბრა იუდეველებს. მაგრამ მაინც ამ მშვიდმა მოსემ ღირსად მიიჩნია, რომ დათანი, აბირონი და კორე, როცა მღვდლობას აუჯანყდნენ, მიწას ჩაენთქა, ხოლო სხვები, როცა უცხო ცეცხლი შესწირეს, დამწვარიყვნენ. და...
გამოსვლა 32:31
30. მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო ვაპატიებინო თქვენთვის ეს ცოდვა.31. დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა.32. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.
გამოსვლა თავი 32