მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 33:18

17. უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.18. თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება.19. თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.
გამოსვლა თავი 33
18. თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...ქერობინთა ზედა მჯდომარე იხილა? ანუ დანიელისთჳს რაჲ გულისხმა-ვყოთ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ძუელი დღეთაჲ მჯდომარე იყო“? და კუალად მოსესთჳს რაჲ მოვიგონოთ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „მიჩუენე დიდებაჲ შენი“? ხოლო იაკობ წოდებაჲცა სახელისაჲ ამისგან მიიღო, რამეთუ ისრაჱლ ეწოდა, რომელ არს „მხილველი ღმრთისაჲ“, (შდრ. დაბ. 32, 28-31) და სხუათაცა მრავალთა იხილეს იგი. ვითარ უკუე იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“? არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ იგი ყოველნივე განგებულებით ქმნილ იყვნეს, და არა თუ ბუნებითი არსებაჲ მისი უხილავს ვის, არამედ თითოსახენი ხილვანი იყვნეს განგებულებითნი.

რამეთუ უკუეთუმცა ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ეხილვა მათ, არამცა თჳთოეულსა სხუად-სხუად სახედ ეწოდა, რამეთუ იგი ბუნებაჲ მარტივი არს, გამოუსახველი და შეურევნელი და შემოუწერელი, და არა ზის, არცა დგას, არცა ვალს, და რამეთუ ესე ყოველი გუამთა მათ ნივთიერთაჲ არს. ხოლო იგი ვითარ-მე არს? ვითარცა მან მხოლომან უწყის. და ამას მოასწავებს წინაჲსწარმეტყუელისა მის მიერ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ჩუენებანი განვამრავლენ და ჴელთა შინა წინაჲსწარმეტყუელთაჲსა მსგავს...

სრულად ნახვა