...ტდება; მეორე კი ის, რომ იგი შემოქმედი და დამბადებელია. მაგრამ, როგორც ამ საფუძვლებზე დაყრდნობით ხსნას ვითხოვთ, ასევე ჩვენც წარმოვაჩინოთ რამე, რაც წყალობის ღირსს გაგვხდის. რადგან ამბობს: „შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო“ (; ). წყალობა ხომ უბრალოდ, განურჩევლად არ მოდის, არამედ მასაც აქვს გარკვეული განრჩევა. რადგან, განურჩევლად რომ მოდიოდეს, არავინ დაისჯებოდა. ამიტომ ღირსეულად მოვიქცეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ წყალობას ვიღებთ, არამედ იმიტომაც, რომ ღმერთისგან ვართ შექმნილნი. ვინც ღმერთისგან არის შექმნილი და ასეთი დამბადებელი და მეუფე ჰყავს, მას მართებს, ღმერთის მზრუნველობისა და ასეთი განგების ღირსი ცხოვრების წესი წარმოაჩინოს. თუ ამას ვაკეთებთ, მომავალ სიკეთეებს მივაღწევთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სათარგმნო შენიშვნები
- სხვა მთარგმნელის ფო...