მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 4:11

10. უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.11. უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?12. ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა.
გამოსვლა თავი 4
11. უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ყრმათა ქება და მტერთა დადუმება:

...ო უტყვნი, მთელ ქვეყნიერებას ბადეში მოაქციეს. ხოლო რომ ეს უპირველესად ღვთის ძალაა, იხილე, ძველ აღთქმაშიც ამას მისი მამის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი.

რადგან მოსესთან საუბრისას ამბობს: „ვინ შექმნა მსმენელი და ყრუ მხედველი და ბრმაჲ“ ()? და კვლავ: „ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი“ (). და კვლავ: „უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა“ (). და დასაწყისშიც ამბობს: „მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“ (). ამრიგად, ეს დიდი და ძლიერი მტკიცებულებაა.

რადგან სხვა სასწაულთა შემთხვევაში, თუნდაც უგუნურად, მაინც ეჭვობდნენ, თითქოს რაღაც მიზეზი არსებობდა, და ურცხვობდნენ; აქ კი სათქმელი არაფერი ჰქონდათ, რადგან თვით ბუნება, ყოველგვარი შემწეობის გარეშე, თავისით იბრძოდა....

სრულად ნახვა