მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 4:21

20. შესხა მოსემ სახედრებზე თავისი ცოლი და შვილები და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. ხელში დაიჭირა მოსემ ღვთიური კვერთხი.21. უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.22. უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.
გამოსვლა თავი 4
21. უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

...ს, უკუეთუ კეთილად გულისხმა-ჰყოფდეთ. რამეთუ ვითარცა მზჱ უძლურთა თუალთა უფროჲსად ავნებს, არა თუ მისი ბუნებაჲ ესრეთ არს, არამედ იგინი უძლურ არიან, ეგრე იქმნების მათ ზედა, რომელნი მაცილობელ იყვნენ სიტყუათა ღმრთისათა თჳსითა გულისხმის-ყოფითა ცნობად. რამეთუ ფარაოჲსთჳსცა ითქუმის ესრეთ, ვითარმედ: „განვაფიცხო გული მისი“, ; (7,3); (10,1) და ესეცა ჩუეულებაჲ არს წერილისაჲ. და კუალად წერილ არს: „მისცნა იგინი გამოუცდელსა გონებასა“, ესე იგი არს, მიუშუნა, შეუნდო, რამეთუ არა თუ ესრეთ იტყჳს წერილი, ვითარმედ მან მისცნა იგინი, რაჲთამცა ქმნეს ბოროტი უნებლიაჲთ, არამედ რამეთუ ბოროტ იყო გონებაჲ მათი, და უკეთურებისათჳს გულთა მათთაჲსა მიუშუნა და დაუტევნა იგინი. ხოლო ოდეს კაცი ღმრთისა მიერ დატევებულ იქმნას, მიერითგან ეშმაკსა რაჲცა ენებოს, აქმნევს. და ამისთჳს შეაშინებს მსმენელსა და იტყჳს: „განაფიცხა და მისცა“, რამეთუ იგი ნეფსით თჳსით არა თუ ოდენ არა მიგუცემს, არამედ და-ცა-არავე-გჳტეობს; და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „არა ცოდვანი თქუენნი განგყოფენ ჩემგან?“ და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდე...

სრულად ნახვა