მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 4:22

21. უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.22. უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.23. გეუბნება, გაუშვიო ჩემი შვილი, რათა თაყვანი მცეს. თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს.
გამოსვლა თავი 4
22. უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. „ძენი ღმრთისანი" — ანგელოზები თუ ადამიანები? (6:1-2):

...ნი — ალად ცეცხლისა"** (), ხოლო ადამიანების შესახებ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ" (); და კიდევ: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ" (); და კიდევ: „ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი" (); ანგელოზს კი არსად ეწოდება არც ძე, არც ძე ღმრთისა. მაგრამ რას ამბობენ ისინი? მართლაც, ანგელოზები იყვნენ, მაგრამ, რადგან უსჯულო საქმისთვის ჩამოვიდნენ (ცით მიწაზე), ღირსება დაკარგესო. ეს კიდევ უფრო დიდი სისულელეა! მაშ, რა? ახლა ღირსება დაკარგეს და სწორედ ეს იყო მათი დაცემის მიზეზი? მაგრამ წერილი სხვაგვარად გვასწავლის: პირველი ადამიანის შექმნამდე კიდევ დაკარგეს თავიანთი ღირსება — როგორც ეშმაკმა, ისე იმ (სულებმა), ვინც მასთან ერთად უფრო მაღალ ღირსებას ეძებდნენ, როგორც ბრძენი ამბობს: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა" (სიბრძნ 2:24). მართლაც, მითხარი, ადამიანის შექმნამდე რომ არ დაცემულიყო ეშმაკი, როგორ შეშურდებოდა ადამიანის, თავის ღირსებაში მყოფს? რა აზრი აქვს იმას, რომ ანგელოზმა შეშურა ადამიანი, უხორცომ და ასეთი პატივის მქონემ — ხორცშემოსილს? მაგრამ, რადგან (ეშმაკი) უმაღლესი დიდებიდან უკიდურეს უპატივცემულობაში ჩამოვარ...

სრულად ნახვა
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი, მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო! (8,15).:

...ი, მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო! (8,15).

თარგმანი: ვინაჲთგან ძეობისა და შვილებისა მადლთათჳს მეტყუელებს, თანა-შეატყუებს ჩუენსა ამას — ჰურიათასა მას თანა, რამეთუ მათდაცა მიცემულ იყო პატივი ესე, ვითარ-იგი გესმის: "პირმშოჲ ძე ჩემი ისრაილი" (), და "მე ვთქუ: ღმერთნი სადმე ხართ, შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (). ამისთჳს აწ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ ფრიადი განყოფილებაჲ არს შორის ჩუენისა ამის და მათისა მის ძეობისა. და რაჲთა უსაკუთრეს- წარმოვთქუნე სიტყუანი ესე სამოციქულონი: არღა მიგიღებიეს სული მონებისაჲ კუალად საშიშად. ესე იგი არს, ვითარმედ ჰურიათაჲ იგი შჯულისა დამცველობაჲ არარაჲსა სხჳსათჳს იყო, თჳნიერ პატიჟთა მათთჳს და წყევათა, რომელნი თანა-ესხნეს შემთხუევად გარდამავალთა შჯულისათა, რომელი-ესე მონებისა ოდენ საზომი არს, რაჟამს შიშისათჳს ვინმე მოქმედებდეს მცნებათა. ხოლო ჩუენ სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა ვიქმნებით დამცველ შჯულთა წმიდისა სახარებისათა, რომელი-ესე ძეობისა სასწაული არს. რამეთუ ძე არა სასყიდლისათჳს სამუშაკოჲსა, არამედ სასოებითა მამულთა კეთილთა მკჳდრობისაჲთა იქმნების აღმას...

სრულად ნახვა