მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 9:16

15. აი, ახლავე მოვიღერებდი ხელს და მოგსპობდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს, და წარიხოცებოდით ამ ქვეყნიდან.16. მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას.17. აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ.
გამოსვლა თავი 9
16. მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ეგვიპტის წყლულები და ღვთის გამოცხადება:

...გებას საყოველთაოდ არ აღიარებენ? მაშ, როგორ შეიძლება ამის ჩვენება? უპირველესად კი საკმარისია ღვთის განჩინება, რომელიც ამას ცხადად აცხადებს და ამბობს: „რათა შენ ზედა ვაჩუენო ძლიერებაჲ ჩემი, რათა მიეთხრას სახელი ესე ჩემი ყოველსა ქუეყანასა“ (). ხედავ, როგორ იქცა სიკვდილი სახარებად, და ის ღვთისგან მოვლენილი წყლული, რომელიც ყველგან მიმოდიოდა და ღვთის ძალას აცხადებდა — ქადაგებად? ამრიგად, ღმერთი მთელ სამყაროზეც ზრუნავს მაშინაც, როცა იუდეველთა საქმეებს განაგებს. თუმცა თავისი ძალა ძველადაც გამოაჩინა, მაგალითად, იოსების დროს და აბრაამის დროს, მაგრამ ახლა უფრო ცხადად. როგორ? მაშინ — კეთილისყოფით, შემდეგ კი — წყლულითაც; და, როგორც ხშირად უკვე მითქვამს, არ წყვეტს თავის წარმოჩენასა და გამოცხადებას საქმეების მეშვეობით, განუწყვეტლივ და ყოველ თაობაში.

მაგრამ ამას ყოველთვის ერთნაირად კი არ აკეთებს, არამედ მრავალგვარად და სხვადასხვაგვარად: მაშინ აბრაამის ცოლის...

სრულად ნახვა