1.ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.2.და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.3.უფსკრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.4.ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.5.დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.6.ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს.7.ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან.8.და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,9.მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.10.ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.11.მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.12.და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები.13.ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული.14.სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი.15.ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.
მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტჱ უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. (2) და შეიპყრა ვეშაპი იგი _გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი იცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. (3) და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.
თარგმანი. აქა იტყჳს ეშმაკისა შეკრვასა, რომელი იქმნა ქრისტჱს...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს:
„ნეტარია და წმინდაა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფeბა მასზე (),
ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩვენო სულიერო შვილებო, ღვთივკურთსეული ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
„...ღმერთმან მშვიდობისამან, დაე წმიდა გყოთ თქვენ ყოვლითა...
..., დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ყოველი წევრი საქართველოს ეკლესიისა. მოგვმადლოს ერთსულოვნება, მშვიდობა, სიბრძნე და კეთილდღეობა, მოგვანიჭოს ნიჭი სულისა წმიდისა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს წმიდა წერილის ეს სიტყვები: „ნეტარია და წმიდა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მათზე“ (). ამინ!
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს:
...ხოვრება იწყება, რომელშიც იგი სამაგიეროს დამსახურებისამებრ მიიღებს. ვაი მათ, რომელნიც მიწიერ ტკბობათა გამო სულიერ სიკვდილს ეზიარებიან, რომელსაც წმ. წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს: ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომისა მას შინა პირველისა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ხელმწიფებაჲ ().
ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ მისი გონება და გრძნობები საითკენაა მიმართული.
ადამიანის შემმეცნებელნი უნარნი - გონება და გრძნობა, ერთმანეთისაგან არა მხოლოდ თავიანთი ფუნქციებითა და შემეცნების სფეროებით, არამედ იერარქიული მდგომარეობითაც განსხვავდებიან. გონებამ, როგორც უფრო მაღალმა საწყისმა, გაბატონებული მდგომარეობა უნდა დაიკავოს, ყველა ჩვენი გრძნობისმიერი მოძრაობა გააკონტროლოს და იმ საზღვრებში მოაქციოს, რომელიც მათ ღმერთმა დაუდგინა.
წმ. აბა თალასე წერს: „გრძნობა გონებას მიეც მსახურად და არ მისცე მას დრო, რათა იგი გაართოს“ (სათნოებათა სიყვარული, 3,316).
საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალვს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელი დ...
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა ერთულ შვილს::
...ჟამს ფერნაცვალი აღდგება საფლავიდან, რათა მარადიული დიდების თანაზიარი გახდეს.
აი, როგორ წერს საერთო აღდგომის შესახებ წმ. იოანე ღვთისმეტყველი: „და დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში. და საქმეთაებრ მისისა განისაჯა ყოველი“ ().
ადამიანის მომავალ აღდგომას ტერტულიანე ადარებს წლის სხვადასხვა დროს, რომელთაგან თითოეული ატარებს ბეჭედს სიკვდილისა და შემდგომი განახლებისა. „ამის მაგალითადც შენიშნავს იგი, - გამოდგება თუნდაც ზამთარში მცენარეთა კვდომა და გაზაფხულზე მათი გამოცოცხლება, მიწაში გახრწნა ყველა თესლისა და შემდეგ აღმოცენება მისგან შესანიშნავი, საუკეთესო ფორმებისა“ („სხეულის აღდგომის შესახებ“ თავი 12).
წმიდა იოანე დამასკელი კი ასე ამბობს: „აღდგომა არის აღდგინება იმისა, ვინც დაეცა. თუ სიკვდილი სულის სხეულთან გაყრაა, მაშინ აღდგომა უეჭველად არის ხელმეორე შეერთება სულისა და სხეულისა და ხელახალი აღდგინება დაცემული და დარღვეული არსებისა“ („მართლმადიდებელური რწმენის შესახებ“ თავი 4).
ამ რწმენით აღვიქვამთ ჩვენც ქრისტეს აღდგომის დიად საიდუმლოს. ამიტომაცაა, რომ ვიყრით მუხლს და გამორჩეული სიყვარულითა და რწმენით განვფენთ გულს მისი დიდების წინაშე. ეს გრძნობა უჩვე...