თარგმანი: ესე არს ამაღლებაჲ მდაბლისაჲ, რაჟამს სიგლახაკესა და უპოვარებასა შინა ჴორცთასა მდიდარ იქმნეს სულითა, ხოლო დამდაბლება მდიდრისა — რაჟამს განიცადოს და გულისჴმა-ყოს ყუავილებრ დაჭნობადი იგი და მტუერებრ განქარვებადი სიმდიდრე თჳსი, და მარადის გონებითა მდაბლითა არა დასცხრებოდის წარმავალთა მიერ მოგებად წარუვალთა. ესრეთ უკუე ორთავე ამათ შუენის საღმრთოდ სიქადული უფლისა მიერ; პირველსა მას —ჭირთა შინა მოთმინებისათჳს, და მეორესა — საშუებელთა მიერ არა ოდეს წარტყუენვისათჳს. მისდა სათნოება არს უზრუნველობაჲ უპოვარებასა შინა, ხოლო ამისსა — რაჲთა არარას წარმავალთაგანსა დაამონოს აზნაურებაჲ სულისა თჳსისაჲ.
იაკობის წერილი 1:11
10. ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი.11. რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.12. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ.
იაკობის წერილი თავი 1