თარგმანი: იხილე, ვითარ ნეტარებითა და აღთქუმითა გჳრგჳნისაჲთა და შერაცხვითა მოყუარეთა თანა უფლისათა საწადელ ჩუენდა ჰყოფს ვიდრე სიკუდილადმდე თავს-დებასა ჩუენდა შემთხუეულთა ჭირთა და განსაცდელთასა, რამეთუ მისთჳს თავს-მდებელთა ღუაწლისათა იგი განუმზადა ღმერთმან, რომელსა ვერ დაიტევს კაცობრივი ხედვაჲ ანუ სმენაჲ ანუ მოგონებაჲ.
იაკობის წერილი 1:12
11. რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.12. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ.13. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
იაკობის წერილი თავი 1