თარგმანი: ესე არს დასასრული ცთომათაჲ, რაჟამს ღმერთი, მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ, შეჰრაცხოს კაცმან მიზეზად განსაცდელთა, რომელი-იგი პირველითგან ყოვლისა კეთილისა მომცემელ არს და არაოდეს იცვალოს ბუნებითისა მისგან კეთილთა და ნიჭთა საუნჯეობისა. ხოლო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მამად ნათელთა უწოდს ღმერთსა; გინა თუ ვითარცა დამბადებელსა ყოველთა სიტყჳერთა ნათელთასა, ანუ თუ ვითარცა მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა განმანათლებელსა ყოველთა მორწმუნეთასა, რომელსა თანა არცა ერთი ზიარებაჲ აქუს ბნელსა და საქმეთა ბნელისათა, რამეთუ უქცეველ არს და უნაკლულო ყოველთა კეთილთა საუნჯეობისაგან, და არცა ერთი შეეხების ქცევადობათა ამათგან სიკუდილისა აჩრდილთასა.
იაკობის წერილი 1:17
16. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმანო.17. ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
იაკობის წერილი თავი 1