მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 1:18

17. ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
იაკობის წერილი თავი 1
18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
თავი ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულეგელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ იაკომ მოციქულისა წიგნი კათოლიკე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა (1,18).:

თარგმანი: უნდა ღმერთსა ცხორებაჲ კაცთა ნათესავისაჲ და მეორედ შვნა იგინი საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა და სიტყჳთა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲთა, რაჲთა, რომელი-იგი ბუნებით აქუს ძესა მხოლოდ-შობილსა, ესე ჩუენ მადლით მოგუცეს მამამან —პატივი შვილებისაჲ ძისა მიერ მონიჭებითა ჩუენდა სულისა წმიდისაჲთა, და ესრეთ ყოს კაცი დასაბამ და მთავარ ყოველთა დაბადებულთა, რამეთუ იგინიცა ჩუენ თანავე მოელიან განთავისუფლებასა ხრწნილებისაგან, რაჟამს მიხილნენ ჩუენ უხრწნელებისა პატივსა კუალად-გებულნი დამბადებელისა მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის