მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 1:20

19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.20. რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.21. ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.
იაკობის წერილი თავი 1
20. რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
თავი ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს, ნეტარებისათჳს, მიცემისა, მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის (1,19-20).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ვინაჲთგან მთავრად ყოველთა დაბადებულთა შექმნულ ვართ ღმრთისა მიერ, იმისთჳს ნუ დავემონებით ხრწნილებასა ცოდვისასა, რომელი-იგი გარეშე არს და უცხოჲ ბუნებისაგან ჩუენისა, არამედ მარადის მოსწრაფე ვიყვნეთ სმენად და სწავლად ყოვლისა კეთილისა, ხოლო მძიმე — სიტყუად; რამეთუ საცთურმან არს თქეშად რასმე პირველ კეთილად განსწავლისა ენისა და ზედა-მიწევნით მეცნიერებისა საქმეთაჲსა. ხოლო სიმძიმესა გულისწყრომისასა ამისთჳს გუამცნებს, რამეთუ არცა ყოვლად განსაგდებელ არს, არამედ იყვის ოდესმე საჴმარებაჲცა მისი —ეშმაკთა და ვნებათა მიმართ. ხოლო თჳნიერ ამისსა სხჳთ ყოვლით-კერძო განსაგდებელ არს სიმძაფრე გულისწყრომისაჲ რომელი-იგი, მსგავსადვე გულისთქუმისა, დააბრმობს კაცსა, ვერ მიხედვად სამართალთა ღმრთისათა, ვერცა ძრად მათდა ძალისაებრ კაცობრივისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის