თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ვინაჲთგან მთავრად ყოველთა დაბადებულთა შექმნულ ვართ ღმრთისა მიერ, იმისთჳს ნუ დავემონებით ხრწნილებასა ცოდვისასა, რომელი-იგი გარეშე არს და უცხოჲ ბუნებისაგან ჩუენისა, არამედ მარადის მოსწრაფე ვიყვნეთ სმენად და სწავლად ყოვლისა კეთილისა, ხოლო მძიმე — სიტყუად; რამეთუ საცთურმან არს თქეშად რასმე პირველ კეთილად განსწავლისა ენისა და ზედა-მიწევნით მეცნიერებისა საქმეთაჲსა. ხოლო სიმძიმესა გულისწყრომისასა ამისთჳს გუამცნებს, რამეთუ არცა ყოვლად განსაგდებელ არს, არამედ იყვის ოდესმე საჴმარებაჲცა მისი —ეშმაკთა და ვნებათა მიმართ. ხოლო თჳნიერ ამისსა სხჳთ ყოვლით-კერძო განსაგდებელ არს სიმძაფრე გულისწყრომისაჲ რომელი-იგი, მსგავსადვე გულისთქუმისა, დააბრმობს კაცსა, ვერ მიხედვად სამართალთა ღმრთისათა, ვერცა ძრად მათდა ძალისაებრ კაცობრივისა.
18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.20. რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
იაკობის წერილი თავი 1