თარგმანი: ესე არს კეთილი და ჯეროვანი განცდაჲ პირსა ქმნულებისა თჳსისასა, რაჲთა არა ჟამ ერთ, არამედ სამარადისოდ და აღუჴოცელად წინაშე თუალთა აქუნდეს, თუ ვითარ შეიქმნა ანუ თუ რაჲსათჳს შეიქმნა; ცხად არს, ვითარმედ სამადლობელად ღმრთისა საქმეთა მიერ კეთილთა, და რაჲთა ესრეთ მარადის მოქმედებითა საღმრთოთა მცნებათაჲთა მარადის განაახლებდეს და არაოდეს უტევებდეს მის შორის დაძუელებად ქმნულებასა სამეუფოჲსა მის ხატისასა.
22. მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.23. რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.24. დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.
იაკობის წერილი თავი 1