მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 1:24

23. რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.24. დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
იაკობის წერილი თავი 1
24. დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.
თავი ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს, ნეტარებისათჳს, მიცემისა, მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა. რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა, და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ რაჲ იყო (1,23-24).:

თარგმანი: ესე არს კეთილი და ჯეროვანი განცდაჲ პირსა ქმნულებისა თჳსისასა, რაჲთა არა ჟამ ერთ, არამედ სამარადისოდ და აღუჴოცელად წინაშე თუალთა აქუნდეს, თუ ვითარ შეიქმნა ანუ თუ რაჲსათჳს შეიქმნა; ცხად არს, ვითარმედ სამადლობელად ღმრთისა საქმეთა მიერ კეთილთა, და რაჲთა ესრეთ მარადის მოქმედებითა საღმრთოთა მცნებათაჲთა მარადის განაახლებდეს და არაოდეს უტევებდეს მის შორის დაძუელებად ქმნულებასა სამეუფოჲსა მის ხატისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის