მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 2:11

10. რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა,11. რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ.12. მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.
იაკობის წერილი თავი 2
11. რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ.
თავი გ̂. სიყუარულისათჳს თითოეულად თჳნიერ თუალთ-ხუმისა მსგავსად შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელმან-იგი თქუა — "ნუ იმრუშებ" (გამოს. 20,14) მანვე თქუა: "ნუ კაც-ჰკლავ" (გამოს. 20,13). ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ შჯულისა (2,11).:

მოციქულისაჲ: ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით გაქუნ სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს დიდებისაჲ, რამეთუ უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა სამოსლითა შეურაცხითა, და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად; და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა; და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა, და იქმნენით მსაჯულ გულისსიტყჳთა ბოროტითა (2,1-4).

თარგმანი: არა გჳტევებს მსგავსად ჴორციელთა კაცთასა, რაჲთა საწუთროჲთა ამით ხოლო გარეშითა თუალითა ვიდრე სამოსელთამდე დავაყენებდეთ ხედვასა, არამედ რაჲთა სულიერითა თუალითა გონებისაჲთა სიღრმედ ხედვისა მივიწეოდით და მასვე და ერთსა პატივსა ვაჩუენებდეთ გლახაკისა მიმართ და მდიდრისა, რომელნი-იგი ზოგად ასონი არიან ქრისტეს ჩუენ ყოველთა თავისადა შენაწევრებულნი და მასვე სავსებასა მორწმუნეთა გუამისასა აღმავსებელნი. ამისთჳს გჳღირს კეთილითა გულის-სიტყჳთა ბჭობაჲ, ვითარმედ: უკუეთე გლახაკისა მის თანა დავმდაბლდეთ გონებითა, მის თანავე აღმამაღლნეს ქრისტემან, მდაბალთა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის