მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 2:12

11. რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ.12. მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.13. რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.
იაკობის წერილი თავი 2
12. მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.
თავი გ̂. სიყუარულისათჳს თითოეულად თჳნიერ თუალთ-ხუმისა მსგავსად შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა შჯულისაგან აზნაურებისა განშჯადნი, რამეთუ საშჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ (2,12-13).:

თარგმანი: შჯულად აზნაურებისა უწოდს თუალ-უხუაობასა საუკუნოჲსა საშჯელისასა, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს აზნაურებით და თავისუფლებით შჯად. ამისთჳს უწყალოდ შჯის მათ, რომელთა არა აქავე შეიწყალნენ თავნი თჳსნი მოქცევითა და სინანულითა, არამედ შეჰკადრონ ღმრთისა სულგრძელებასა და მოუქცეველ იქმნნენ ცოდვისაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის