თარგმანი: ვინაჲთგან ცუდ სახელ არს და არა ჭეშმარიტ სიტყუაჲ მისი, რომელი იტყოდის სარწმუნოებასა ქონებად თჳნიერ საქმეთა, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: რად სარგებელ არს სარწმუნოებაჲ; არამედ: რად სარგებელ არსო თქუმაჲ მისი, რომელი არა იყოს, ვითარმცა სარწმუნოებაჲ ვისმე აქუნდა თჳნიერ საქმეთა, რამეთუ უსრულ და მკუდარ არს სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა. ამისთჳს, ვითარცა უსრული, ვერვის კმა-ეყოფვის ცხორებად.
იაკობის წერილი 2:14
13. რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.14. რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?15. თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
იაკობის წერილი თავი 2