თარგმანი: ვინაჲთგან სარწმუნოებაჲ სიტყჳთა არს და გონებითა, ხოლო ჩუენ კაცნი ვერ ვიხილავთ მას, უკუეთუ არა საქმით ვინმე გჳჩუენოს ძალი სარწმუნოებისა თჳსისაჲ ეგრეთვე არს ესეცა, რამეთუ მაშინ სრულ იქმნების კეთილი ნებაჲ, რაჟამს არა ხოლო სიტყჳთ ვჰრქუათ — ჭამე და სუ, — არამედ ძალისაებრ ჩუენისა მივსცეთ მშიერთა საზრდელი და სასუმელი.
იაკობის წერილი 2:15
14. რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?15. თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,16. ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კი არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?
იაკობის წერილი თავი 2