მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 2:17

16. ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კი არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?17. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.18. მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას.
იაკობის წერილი თავი 2
17. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.
თავი დ̂. ვითარმედ არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმეთაგან; და არა საქმეთაგან ხოლო, არამედ ორკერძოვე განმართლდების კაცი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშუელ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა და ჰრქუას ვინმე მათ: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით; და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცთაჲ, რაჲ სარგებელ არს? ეგრეცა სარწმუნოებაჲ; უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო (2,15-17).:

თარგმანი: ვინაჲთგან სარწმუნოებაჲ სიტყჳთა არს და გონებითა, ხოლო ჩუენ კაცნი ვერ ვიხილავთ მას, უკუეთუ არა საქმით ვინმე გჳჩუენოს ძალი სარწმუნოებისა თჳსისაჲ ეგრეთვე არს ესეცა, რამეთუ მაშინ სრულ იქმნების კეთილი ნებაჲ, რაჟამს არა ხოლო სიტყჳთ ვჰრქუათ — ჭამე და სუ, — არამედ ძალისაებრ ჩუენისა მივსცეთ მშიერთა საზრდელი და სასუმელი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის