თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ გჳჩუენებს, ვითარმედ ვერცა სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა იხილვების, ვერცა საქმენი თჳნიერ სარწმუნოებისა. არამედ თითოეული მეორისა სრულ მყოფელი არს.
იაკობის წერილი 2:18
17. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.18. მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას.19. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც.
იაკობის წერილი თავი 2