თარგმანი: რაჲთა არა საგონებელ იყოს ამათ სიტყუათათჳს წინა-აღმდგომობაჲ პავლესი და იაკობისი, ვითარ პავლე სარწმუნოებითა ხოლო იტყჳს განმართლებასა აბრაჰამისსა თჳნიერ საქმეთასა, ხოლო იაკობ საქმეთაგან იტყჳს განმართლებასა, აწ უკუე ამიერ განვაცხადოთ ერთ-ძმობამ და არა წინა-აღმდგომობაჲ ორთაჲვე ამათ, რამეთუ სიტყჳსაებრ პავლესსა პირველ ყოველთა საქმეთასა (ესე-იგი იყვნეს წინა-დაცუეთაჲ და მსხუერპლად შეწირვაჲ ისაკისი) სარწმუნოებითა ოდენ განმართლდა აბრაჰამ და სარწმუნოებაჲ იგი ღმრთისაჲ შეერაცხა მას სიმართლედ და იწამა წერილისა მიერ. გარნა მან კუალად ამისა შემდგომად არავე დააყენა უქმად სარწმუნოებაჲ თჳსი, არამედ ზედა-დაჰრთო, სიტყჳსაებრ იაკობისსა, წინა-დაცვეთაჲ და შეწირვაჲ ისაკისი, რომლითა კუალადცა იწამა და ეწოდა მეგობარ ღმრთისა სიტყჳსაებრ დაბადებისა. აწ უკუე ორივე ესე სახე აბრაჰამისი ჩუენ ზედა აღსრულებულად იხილვების სიტყჳსაებრ დიდთა ამათ მოძღუართაჲსა, რამეთუ ვითარცა პავლე იტყჳს განმართლებასა აბრაჰამისსა თჳნიერ საქმეთა, მხოლოდ სარწმუნოებითა ოდენ, ეგრეთვე ჩუენ პირველ ნათლისღებისა მხოლოდ სარწმუნოებასა ოდენ შემოვიღებთ და ესრეთ უსასყიდლოდ განვმართლდებით მადლითა...
იაკობის წერილი 2:21
20. შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია?21. განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა?22. ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა.
იაკობის წერილი თავი 2