თარგმანი: რაჲთა არა საგონებელ იყოს ამათ სიტყუათათჳს წინა-აღმდგომობაჲ პავლესი და იაკობისი, ვითარ პავლე სარწმუნოებითა ხოლო იტყჳს განმართლებასა აბრაჰამისსა თჳნიერ საქმეთასა, ხოლო იაკობ საქმეთაგან იტყჳს განმართლებასა, აწ უკუე ამიერ განვაცხადოთ ერთ-ძმობამ და არა წინა-აღმდგომობაჲ ორთაჲვე ამათ, რამეთუ სიტყჳსაებრ პავლესსა პირველ ყოველთა საქმეთასა (ესე-იგი იყვნეს წინა-დაცუეთაჲ და მსხუერპლად შეწირვაჲ ისაკისი) სარწმუნოებითა ოდენ განმართლდა აბრაჰამ და სარწმუნოებაჲ იგი ღმრთისაჲ შეერაცხა მას სიმართლედ და იწამა წერილისა მიერ. გარნა მან კუალად ამისა შემდგომად არავე დააყენა უქმად სარწმუნოებაჲ თჳსი, არამედ ზედა-დაჰრთო, სიტყჳსაებრ იაკობისსა, წინა-დაცვეთაჲ და შეწირვაჲ ისაკისი, რომლითა კუალადცა იწამა და ეწოდა მეგობარ ღმრთისა სიტყჳსაებრ დაბადებისა. აწ უკუე ორივე ესე სახე აბრაჰამისი ჩუენ ზედა აღსრულებულად იხილვების სიტყჳსაებრ დიდთა ამათ მოძღუართაჲსა, რამეთუ ვითარცა პავლე იტყჳს განმართლებასა აბრაჰამისსა თჳნიერ საქმეთა, მხოლოდ სარწმუნოებითა ოდენ, ეგრეთვე ჩუენ პირველ ნათლისღებისა მხოლოდ სარწმუნოებასა ოდენ შემოვიღებთ და ესრეთ უსასყიდლოდ განვმართლდებით მადლითა...
იაკობის წერილი 2:20
...თუ ქრისტეცა შე-შფოთნაო იუდაჲსთჳს. რაჲსათჳს შეშფოთნა? მისისა წარწყმედისათჳს მწუხარე იქმნა. ამას ყოველსა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ. ხოლო უკუეთუ მას არა ვჰბაძვიდეთ და მისთა მცნებათა არა ვიქმოდით, უმჯობეს იყო, არა თუმცა შობილ ვიყვენით, რამეთუ სარწმუნოებაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთასა არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად, არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმნების, „რამეთუ მონამან რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა იქმოდის, იგუემოს ფრიად“. რაჲ უკუე სიტყუაჲ მიუგოთ, რომელნიესე შინაგან სასუფეველისა ქმნილ ვართ და უხილავნი გჳხილვან და ზიარ მაღალთა მათ საიდუმლოთა ქმნილ ვართ და უძჳრჱს წარმართთასა ვიყოფვით? რამეთუ უკუეთუ მათ დიდებისათჳს ამაოჲსა მოღუაწებაჲ აჩუენეს, ჩუენ სასუფეველისათჳს და ღმრთისათჳს არა ვაჩუენოთა? რამეთუ მათ მრავალგზის კაცთათჳს სულნიცა თჳსნი შეურაცხ-ყვნეს, ხოლო ჩუენ მცირედისა ოქროჲსათჳს წარვსწყმედთ სულსა და არა შეურაცხ-ვჰყოფთ მას ქრისტესთჳს, და მრისხანე ვართ და საქმენი საძაგელნი გჳყუარან.
ამისთჳს მრცხუენის და ვძრწი, რაჟამს წარმართთა ვხედვიდე მო-ღუაწებასა შინა და ჩუენთა - არა. ხოლო ესე ამისგან არს, რამეთუ მცნებათა ღმრთისათა არა ვისმენთ, არცა ვიქმთ, არამედ მცირედ ჟამ ვისმენთ სიტყუათა ღმ...
...ა. და ყოველნი იგი ბოროტნი სწავლანი გარემივაქცინეთ, რამეთუ არა მოციქულთაჲ არს სწავლაჲ ესე არააღდგომისაჲ, არამედ მარკეონისი არს და უვალენტისი. ვივლტოდით ამისგან, რამეთუ ცხორებაჲ კეთილი თჳნიერ მართლისა სარწმუნოებისა არად სარგებელ არს, ვითარცა-იგი არცა სარწმუნოებაჲ სარგებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა.
ვეკრძალნეთ უკუე ბოროტთა სიტყუათა, რომელთა-ესე ვიცით ძალი იგი უძლეველი ღმრთისაჲ, ვივლტოდით სიტყუათა მათთაგან. თქუენ გეტყჳ ამას, რამეთუ უკუეთუმცა ჰლესევდით მარადღე გონებათა თქუენთა წერილთაგან და შეიჭურვოდეთ მათა მიმართ, არამცა დაგაყენენ მათისა ბრძოლისაგან, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ ძლიერ არს. არამედ მეშინის, ნუუკუე უჭურველნი შეხჳდეთ ბრძოლად მათა და იძლინეთ, რამეთუ არარაჲ არს უუძლურჱს მათსა, რომელნი ოჴერ იყვნენ შეწევნისაგან სულისა წმიდისა.
და უკუეთუ იტყოდიან სიტყუათა ფილოსოფოსობისათა, ნუ გეშინინ, რამეთუ მათ არარაჲ კეთილი იციან, არამედ ყოველივე უკეთურებაჲ, და რომელი ჩუენ მიერ სწავლულმან ერთმან უნდომან ქურივმან იცოდის, იგი პითაღორა არა იცოდა, არამედ მათი ფილოსოფოსობაჲ სამოსლითა იყო და თმითა და წუერითა, ხოლო შინაგანი - ყოლადვე სავსე არაწმიდებითა და მატლითა და წუთხითა. რამეთუ პირველმან მან მათმან წყალი თქუა ღმრთად, და მეორემან - ცეცხლი, დ...
...ავი თჳსი, რომელესე მოციქულთაგანმან არავინ თქუა, არცა ვინ ქადაგა; და კუალად რომელთამე შეცთომილთა მათ თქუეს, ვითარმედ: არა სარგებელ არს ცხორებაჲ კეთილი და მოქალაქობაჲ საღმრთოჲ, არამედ ოდენ სარწმუნოებაჲ. ხოლო ესე საცნაურ არს ყოველთა მიერ, ვითარმედ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა კეთილთასა არად სარგებელ არს, და ამას ქრისტეცა და მოციქული პავლე დაამტკიცებენ, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მრქუან მე მას დღესა: უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა? და ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“; და კუალად იტყჳს: „ნუ გიხარინ თქუენ, რაჟამს ეშმაკნი გმორჩილობდენ“, რამეთუ რომელნი არა ეკრძალებოდიან თავთა თჳსთა, იგინი ადვილად მიდრკებიან უკეთურებად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ მართალი აქუნდეს.
არამედ ჩუენ ვივლტოდით საქმეთაგან ბოროტთა, რამეთუ შეუძლებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა ხილვაჲ ქრისტესი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მშჳდ...
...მართლმადიდებლობაჲ, უკუეთუ საქმენი ბოროტნი გუაქუნდენ
ვილოცოთ უკუე ღმრთისა მიმართ, რაჲთა გულისხმის-ყოფასა თანა საღმრთოთა სიტყუათასა და სარწმუნოებასა თანა მართალსა საქმენიცა კეთილნი გუაქუნდენ და მოქალაქობაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალჱ, რამეთუ უკუეთუ საქმენი კეთილნი არა გუაქუნდენ, ამათგან სარგებელი არარაჲ არს; დაღაცათუ სარწმუნოებაჲ გუაქუნდეს და ყოველთავე წერილთა გულისხმის-ყოფაჲ, და საქმეთაგან კეთილთა ოჴერ ვიყვნეთ, არარაჲ არს დამაყენებელ მისლვად ჩუენდა ცეცხლსა მას გეჰენიისასა, დაუშრეტელსა საჴუმილსა შინა გუემაჲ. და ვითარცა მოქმედნი კეთილისანი აღდგებიან აღდგომასა ცხორებისასა, ეგრეთვე მოქმედნი ბოროტისანი - აღდგომასა საშჯელისასა სატანჯველად დაუსრულებელად.
ამის ყოვლისათჳს უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა არა წარვწყმიდოთ და ცუდ-ვყოთ სარგებელი იგი, რომელი სარწმუნოებითა მართლითა მოგუეგოს, და არა საქმეთა მიერ ბოროტთა, არამედ რაჲთა საქმეთა მიერ კეთილთა ღირს ვიქმნნეთ ქრისტჱს ხილვასა, რამეთუ არარაჲ არს მსგავსი ამის ნეტარებისაჲ. ღირსმცა ვართ უკუე ყოველნი მიმთხუევად კეთილთა საქმეთა, რაჲთა ყოველსავე დიდებად ღმრთისა ვიქმოდით, რომლისაჲ არს დიდებაჲ მხოლოდშობილით ძით და ყოვლადწმიდით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...შმაკნიცა არა ძრწიან ღმრთისაგან და იციან, ვითარმედ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და მეუფე ყოველთაჲ? არამედ არა იჴსნებიან ამისთჳს ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან“, არამედ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა ცუდ არს“.
ამისთჳს გჳღირს დიდი კრძალულებაჲ, რაჲთა ვყოთ ცხორებაჲ ჩუენი სათნო ღმრთისა, რამეთუ ამისთჳს აქა შემოგკრებ თქუენ, რაჲთა ნაყოფი კეთილი გამოიღოთ სწავლითა და სმენითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა. უკუეთუ კულა უნაყოფოებასა შინავე ეგნეთ, რაჲ სარგებელ არს შემოკრებაჲ ეკლესიად? უკუეთუ შვილნი ჩუენნი მივიდოდინ მარადღე სასწავლოდ და არარას ისწავლიდენ, არა მაბრალობელ მოძღუართა მათ ვიქმნებით? ხოლო აწ სულიერსა ამას მოძღურებასა ზედა რაჲ-მე ყოფად არს, უკუე-თუ უსარგებლო იყოს კრებაჲ ესე და სწავლაჲ? რამეთუ აქა უმრავლესნი არიან მოძღუარნი, ვიდრეღა ჴორციელსა მას სამოძღუროსა შინა. იხილენით, ვინ არიან მოძღუარნი ესე, რომელნი დადგინებულ არიან სწავლად თქუენდა: წინაწარმეტყუელნი, მოციქულნი, მამათმთავარნი და მართალნი. გრცხუენოდენ პატიოსნებისა მის და სიწმიდისა მათისაგან და ნუ უდებ ხართ მოძღურებისა მათისა აღსრულებად. ნუ ჰგონებთ, თუ შემოკრებაჲ ესე ეკლესიად და მცირედი ფსალ...