თარგმანი: არა გჳტევებს მსგავსად ჴორციელთა კაცთასა, რაჲთა საწუთროჲთა ამით ხოლო გარეშითა თუალითა ვიდრე სამოსელთამდე დავაყენებდეთ ხედვასა, არამედ რაჲთა სულიერითა თუალითა გონებისაჲთა სიღრმედ ხედვისა მივიწეოდით და მასვე და ერთსა პატივსა ვაჩუენებდეთ გლახაკისა მიმართ და მდიდრისა, რომელნი-იგი ზოგად ასონი არიან ქრისტეს ჩუენ ყოველთა თავისადა შენაწევრებულნი და მასვე სავსებასა მორწმუნეთა გუამისასა აღმავსებელნი. ამისთჳს გჳღირს კეთილითა გულის-სიტყჳთა ბჭობაჲ, ვითარმედ: უკუეთე გლახაკისა მის თანა დავმდაბლდეთ გონებითა, მის თანავე აღმამაღლნეს ქრისტემან, მდაბალთა მადლისა მიმცემელმან, ხოლო ამპარტავანთა შემმუსრველმან და მიწადმდე დამამდაბლებელმან.
იაკობის წერილი 2:4
3. შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დაჯექიო,4. განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ?5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?
იაკობის წერილი თავი 2