მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 2:5

4. განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ?5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?6. თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
იაკობის წერილი თავი 2
5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?
თავი გ̂. სიყუარულისათჳს თითოეულად თჳნიერ თუალთ-ხუმისა მსგავსად შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა ღმერთმან, მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუართა თჳსთა? ხოლო თქუენ შეურაცხ ჰყავთ გლახაკი (2,5-6).:

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგადი არს წმიდათა მოციქულთა და ყოველთა ქრისტეს მცნებისათჳს დაგლახაკებულთათჳს, რომელთადა აღთქუმულ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ. ამისთჳსცა, რომელი გლახაკსა შეურაცხ ჰყოფდეს, იგი ღმერთსა შეურაცხ ჰყოფს, რომელი-იგი ვიდრე ჴორცთამდე დაგლახაკნა ჩუენთჳს და მეთევზურთა და გლახაკთა მოუწოდა მოძღურად და ქადაგად სახარებისა, რომლისათჳს ფრიად რაჲმე საზარელ არს შეურაცხ ყოფაჲ კაცისა, ქრისტეს სიგლახაკესა მიმსგავსებულისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის