თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგადი არს წმიდათა მოციქულთა და ყოველთა ქრისტეს მცნებისათჳს დაგლახაკებულთათჳს, რომელთადა აღთქუმულ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ. ამისთჳსცა, რომელი გლახაკსა შეურაცხ ჰყოფდეს, იგი ღმერთსა შეურაცხ ჰყოფს, რომელი-იგი ვიდრე ჴორცთამდე დაგლახაკნა ჩუენთჳს და მეთევზურთა და გლახაკთა მოუწოდა მოძღურად და ქადაგად სახარებისა, რომლისათჳს ფრიად რაჲმე საზარელ არს შეურაცხ ყოფაჲ კაცისა, ქრისტეს სიგლახაკესა მიმსგავსებულისაჲ.
იაკობის წერილი 2:6
5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?6. თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?7. განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
იაკობის წერილი თავი 2