თარგმანი: არა თუ ღმრთივ დაბადებულსა მას სძაგებს ორღანოსა ენისასა, არამედ მაშინდელთა ძჳრთა მისთა წარმოიტყჳს, რაჟამს სამადლობელად და საქებელად ღმრთისა და სასწავლელად და სალოცველად მოყუასთა მოცემული, ნებსით ბოროტისა ჩუეულებითა საწყევარ და საგმობელ მოყუასთა ვყოთ და არა გურცხუენოდის არცაღა სიტყჳსა მისგან, ვითარმედ: უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ყოვლითა გულითა ცთომანი მათნი, არცა თქუენ მოგეტევნენ ღმრთისა მიერ.
იაკობის წერილი 3:11
10. ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.11. განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი?12. განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი - ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი.
იაკობის წერილი თავი 3