თარგმანი: ესეცა სიტყუანი განმაკრძალებელნი არიან, რაჲთა არა საღმრთოდ საგალობელად განკუთნვილი ენაჲ ჩუენი განუკუთნოთ სიტყუათა უშჯულოებისა და სიცრუისათა, და სამადლობელად მოცემული იგი საგმობელ ვყოთ.
11. განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი?12. განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი - ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი.13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.
იაკობის წერილი თავი 3