თარგმანი: ესე არს საცნაურებაჲ სიბრნისაჲ, რაჲთა მშჳდ იყოს კაცი და მეცნიერებით განარჩევდეს საღმრთოსა სიბრძნესა და ზეგარდამოსა კაცობრივისაგან და ქუეყნიერისა საეშმაკოჲსა, და არა ხოლო საქმით, არამედ გონებითცა ეკრძალებოდის მიზეზთა შურისა და ჴდომისათა. რამეთუ დაღაცათუ ცხადად ჰფარვიდეს, არამედ გულსაცა შინა ქონებაჲ შურისა და ჴდომისაჲ შორს განაგდებს მას ჭეშმარიტებით და საღმრთოდ სიქადულისაგან. რამეთუ ესე არს ტყუილი ჭეშმარიტებასა ზედა, რაჟამს სახით ჩემებულსა და არა გულითად ქონებულსა რასმე ზედა იქადდეს კაცი და სიქადულითა მით ცუდითა და ამაოჲთა ტყუოდის ჭეშმარიტებასა ზედა.
იაკობის წერილი 3:14
13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.14. ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.15. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული.
იაკობის წერილი თავი 3