მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 3:13

12. განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი - ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი.13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.14. ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.
იაკობის წერილი თავი 3
13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.
თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა. ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ (3,13-15).:

თარგმანი: ესე არს საცნაურებაჲ სიბრნისაჲ, რაჲთა მშჳდ იყოს კაცი და მეცნიერებით განარჩევდეს საღმრთოსა სიბრძნესა და ზეგარდამოსა კაცობრივისაგან და ქუეყნიერისა საეშმაკოჲსა, და არა ხოლო საქმით, არამედ გონებითცა ეკრძალებოდის მიზეზთა შურისა და ჴდომისათა. რამეთუ დაღაცათუ ცხადად ჰფარვიდეს, არამედ გულსაცა შინა ქონებაჲ შურისა და ჴდომისაჲ შორს განაგდებს მას ჭეშმარიტებით და საღმრთოდ სიქადულისაგან. რამეთუ ესე არს ტყუილი ჭეშმარიტებასა ზედა, რაჟამს სახით ჩემებულსა და არა გულითად ქონებულსა რასმე ზედა იქადდეს კაცი და სიქადულითა მით ცუდითა და ამაოჲთა ტყუოდის ჭეშმარიტებასა ზედა.

სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკლესიასა შინა მოსწავლეთადმი სხვათა და სხვათა ქუთაისის სასწავლებელთა შინა, 1879 წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა (იაკ. 3, 13).

საყვარელნო ყრმანო, მოსწავლენო სხვათა და სხვათა ჩვენი ქალაქის სასწავლებელთა შინა! წელიწადში ერთხელ მაინც მსურს საკუთრად თქვენ წინა-დაგიდვა სულიერი სწავლა და დარიგება. თქვენთვის უფრო საჭირო არის სულიერი, ზნეობითი სწავლა, და უფრო სასარგებლოც იქმნება.. დროება და მრავალნი საქმენი ნებას რომ მაძლევდენ, ერთხელ კი არა, ასჯერაც რომ მომეცა თქვენთვის დარიგება, ისიც არ იქნება ნამეტანი. თქვენ ახლა ისეთ ჰასაკში ხართ, რომ თქვენი გული და სული უფრო მომზადებულია სწავლის მიღებისათვის. ღვთის მადლით, თქვენი გული ჯერ არ არის გაფუჭებული, და უფრო მტკიცედ დაიბეჭდება თქვენს შორის ყოველი სწავლა. გარდა ამისა, თქვენ ყოველნი ხართ მოსწავლენი; ახლა შენდება საძირკველი მომავლისა თქვენისა ზნეობისა, ყოფაქცევისა, ხასიათისა, ერთი სიტყვით, მთელისა ცხოვრებისა. მიუცილებლად საჭირო არ არის, რომ ეს საძირკველი მომავლისა თქვენისა ცხოვრებისა იყოს დამყარებული სიტყვასა ზედა და სჯულსა ღვთისასა, იყოს გამაგრებული სულიერითა, ქრისტიანულითა სწავლითა და მოძღვრებითა. თუ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის