თარგმანი: განწმედა ჴელთა არს განყენებაჲ ბოროტთა საქმეთაგან, რამეთუ ჴელნი საქმისა სახე არიან; და უბრალო-ყოფაჲ გულთაჲ არს, რაჲთა არა ხოლო საქმითთა, არამედ გულისსიტყჳთთაცა ბრალთა განწმედისაგან მოვიძარცოთ სახელი ორგულებისაჲ. ხოლო ვინაჲთგან სიცილი ურცხჳნოებისა სახე არს, ამისთჳს ცოდვათა ზედა ტირილად და გლოვად გუაწუევს. რამეთუ, უკუეთუ მართალთა და წმიდათა — ზუაობაჲ და სილაღე არაწმიდა ჰყოფს, რაოდენ უფროჲს ცოდვილი და ბრალეული ულხინებელ-ყოს სილაღემან და ულმობელობამან ცოდვათა ზედა. რამეთუ შემუსრვილთა და ძრწოლით ზარგანჴდილთა საუკუნოჲსა საშჯელისაგან უფალი იჴსნის და აღამაღლებს სიმაღლედ სათნოებისა. ხოლო ესე არს წინაშე უფლისა დამდაბლებაჲ, რაჲთა არა გარეშითა ოდენ კაცითა, არამედ შინაგანითაცა მდაბალ და შემუსრვილ ვიყვნეთ წინაშე მისსა, რომელი განიკითხავს გულთა და თირკუმელთა.
იაკობის წერილი 4:10
9. იტანჯეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ; დაე, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.10. დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.11. ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის და განსჯის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული.
იაკობის წერილი თავი 4